Sunday, June 28, 2009

დათესვა


მრავალი მილიონი წლის წინ მცენარეები პატარა მარცვლებით -სპორებით მრავლდებოდნენ. გავიდა ხანი და თესლით გამრავლება დაიწყეს, რომელმაც უფრო გააადვილა მცენარის გამრავლება დედამიწაზე. თესლი ის ჯადოსნური მარცვალია, რომელშიც ნაყოფი მწიფდება. დღეისათვის არსებობს დედამიწაზე ფარულთესლიანი და შიშველთსლიანი მცენარეები. ნაძვი და ფიჭვი შიშველთესლივანები არისნ, დანარჩენები ფარულთესლიანი. მათ თესლი ნაყოფის სიღმეში აქვთ მოქცეული. ამ ნაყოფით იკვებება სხვადასხვა ორგანიზმი და ავრცელებს თესლს ყველგან. თუმცა თესლით ადამიანიც ამრავლებს მცენარეებს. მიწაში ჩავარდნილი თესლი ღვივდება და ამოდის ახალგაზრდა მცენარე, რომელიც რამდენიმე ხანში თვითონ მოგვცემს ნაყოფს.
ბოტანიკის ინსტიტუტისა და ბოტანიკის ბაღთან არსებული საკოლექციო განყოფილებას კავშირი აქვს 300-მდე ბოტანიკურ ბაღთან. საზღვარგარეთიდან იღებენ და აგზავნიან თესლებს და შესაბამისად ამრავლებენ ამ მცენარეებსმსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
კავკასიური ენდემური ჯიშების განყოფილებაში ამრავლებენ და უვლიან მცენარეებს, ასევე აწარმოებენ მათზე დაკვირვებას. ყვავლიების გამრავლება ხდება ქოთნებსა და ყუთებში.
როგორ დავთესოთ?
თიხის ქოთანში მიწათან ერთად შეიძლება დრენაჯისატვის ჩავაყოლოთ თიხის ნაჭრებიც. ნებისმიერ ქოთანს სჭირდება მიწაში გაზავებული ნაკელი, არის შემთხვევებიც , როცა საჭიროა ქვიშა.
ამ ყვევილების დასათესად გვჭირდება 2 წილი მიწა , 1 წილი ნაკელი და 1 წილი ქვიშა. ქოთანში მესამედ ნაწილს ვავასებთ ამ მიწის ნაზავით. შემდეგ კი კარგად ვტკეპნით, ვყრით ყვევილის თესლებს და ზედ ვაყრით დარჩენილ მიწის ნაზავს. კვლავ ვტკეპნით მიწას და ქოტანში ვთებთ სპეციალურ მუყაოს ფურცელს რომელსაც ეწერება ყვავილის ნომერი ან სახელი. ამის პარალელურად გვექნება რვეული ან ჟურნალი ( თუ სხვადასხვა რამდენიმე ყვავილს დავთესავთ ერთდროულად). ამ რვეულში ჩავიერთ ყვავილის სახელწოდებას, დათესვის თარიღს და დავიწყებთ მასზე დაკვირვებას. თუ როდის ამოყოფს მცენარე მიწიდან თავს, როდის გამოირებს პირველ ფოთოლს და ა. შ. ასეთი დაკვირვება მოგვცემს საშუალებას კარგად შევისწავლოთ მცენარე.
ასევე მცენარეთა თესლების შესანახად არსებობს მარტივი ხერხი, ქაღალდისაგან სათესლე პარკების გაკეთების ტექნიკა. ამ პარკს ეწერება მცენარის ლათინური სახელი, შეიძლება ქართულიც და ასევე მისი მოთავსების თარიღი.
ჯგუფში მონაწილე მოსწავლეები: მარი გრძელიშვილი,გიგი ჯანჯღავა,თათა ლომინაძე, ელენე ბერაია,თათია ფეიქრიშვილი, დეა სამადბეგიშვილი, გვანცა-ნინო გრიგორიადი, ნუნუკა უთურაშვილი.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ლამარა ასეიშვილი, ნინო ერაძე, მარინე სირაძე, ელენე ფირცხალავა(თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი) და თეა თურმანიძე